ეკატერინე ტიკარაძე: იგეგმება სერვისების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოზე, რათა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს სერვისის უწყვეტობა ჰქონდეს
“იგეგმება სერვისების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოზე, რათა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სერვისის უწყვეტობა საქართველოს გეოგრაფიულ ნებისმიერ ერთეულში”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შექმნილია კომისია, რომელიც დეტალურად გაივლის სერვისების უწყვეტობის კომპონენტში ზედამხედველობას.
„გამომდინარე იქედან, რომ უკვე 30-ზე მეტი, 40-მდე კლინიკა გვაქვს ჩართული „კოვიდის“ მართვაში და, ძირითადად, ჩვენი გადაწყვეტილება ემყარებოდა მრავალპროფილური კლინიკების ჩართვას, ვინაიდან ვიცით, რომ „კოვიდის“ მართვაში გაფრთხილებები გვაქვს სხვადასხვაგვარი და, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, არჩევანი გაგვეკეთებინა მრავალპროფილურ და მეტად მასშტაბურ, მოცულობით საავადმყოფოებზე. იგეგმება სერვისების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოზე, რათა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სერვისის უწყვეტობა საქართველოს გეოგრაფიულ ნებისმიერ ერთეულში. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო 15 რიცხვიდან გახსნის პორტალს. კლინიკებს მიეცემათ საშუალება, რომ ჩარევები, რომლებსაც ისინი დღემდე არ ახორციელებდნენ, შესაძლებელი გახდეს ამ მიმართულებით ჩართვა. შექმნილია კომისია, რომელიც დეტალურად გაივლის სერვისების უწყვეტობის კომპონენტში ზედამხედველობას. ასევე, იმ ფინანსური ანაზღაურების კომპონენტსაც, რა ფინანსური ანაზღაურების ფარგლებშიც მიეწოდებათ მოქალაქეებს ეს მომსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.