ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის მართვაში ჩართულ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასი 50 პროცენტით გაეზრდებათ
“დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50-პროცენტიანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„დღეს ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პირველი ეხებათ ექიმებს, რომლებიც ჩართულნი არიან „კოვიდის“ მართვის პროცესში, მათი სამუშაო ანაზღაურების შესახებ არის ეს გადაწყვეტილება. დეტალურად მოხდა გათვლა იმ სახელფასო ფონდისა და ექიმების, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად და გუნდებად. ჩვენ დავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ-ექიმთა, უმცროს ექიმთა და ექთანთა სახელფასო ანაზღაურება, ასევე, ინფექციონისტებისა და თერაპევტების, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50-პროცენტიანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.