გიორგი გახარია: საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი
“საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ დატოვა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა „ქართული ოცნება”.
„საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი. მიზეზი საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე?!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია თავად გოგაშვილმაც დაადასტურა.