საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 508 პირს დაუდასტურდა და, ჯამურად, ინფიცირებულთა რაოდენობა 9753-ს შეადგენს.