საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 348 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 235-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამურად, 58-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები