ჩავუშოღლუ: თურქეთი მზად არის, ყარაბაღის საკითხზე რუსეთთან იმუშაოს

“თურქეთი მზად არის, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე რუსეთთან იმუშაოს, კონფლიქტი “ძირფესვიან” მოგვარებას საჭიროებს, მოსკოვისა და ანკარას ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაა”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ტელეარხს TRT Haber-თან საუბარში.

“ყველა სიმართლის მხარეს უნდა ვიყოთ. არსებობს ოკუპანტი და ოკუპაციის მსხვერპლი. სიმართლე აზერბაიჯანის მხარეს არის. ქვეყნები, მათ შორის, რუსეთი სამართლის მხარეს უნდა იყვნენ. რუსეთი “მინსკის სამეულშია”, მას აქვს კავშირები როგორც აზერბაიჯანთან, ისე – სომხეთთან. არსებობს უფრო მეტი შენატანის გაკეთების აუცილებლობა რუსეთის მხრიდან ამ პროცესში. ყველამ იცის, თუ რამდენი რამე ჩადო რუსეთმა ამ კონფლიქტის მოგვარებაში დღემდე. მეტი შენატანი გვინდა, მზად ვართ რუსეთთან მუშაობისთვის. რეგიონის უსაფრთხოებისთვის საკითხის “ძირფესვიანად” მოგვარებაა საჭირო, ამიტომ, ჩვენი ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაა”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები