ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ესაუბრა, რომელსაც 2021 წლის პოსტპანდემიური ბიუჯეტი უნდა დაეყრდნოს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანლობით, საქართველოში შეხვედრები დაიწყო. COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, რიგით მე-7 შემფასებელი მისია ვირტუალურ რეჟიმში მუშაობს.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრისას მხარეებმა, ძირითადად, ისაუბრეს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, რომელსაც 2021 წლის პოსტპანდემიური ბიუჯეტი უნდა დაეყრდნოს.

“როგორც ცნობილია, შემფასებელ მისიას სექტემბერში წინ უსწრებდა სსფ-ის წარმომადგენელთა შეხვედრები მთავრობის წევრებთან, რომლის დროსაც მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით. ასევე, ხაზი გაუსვა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა შენარჩუნდეს საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალი და მოხდეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

სსფ-ის მისია ვირტუალურ ფორმატში 2 კვირის განმავლობაში იმუშავებს”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები