საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4887​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამურად, 58​-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები