„1 800 000 წლის შემდეგ“ – დმანისის თეატრი სეზონს ხსნის

დმანისის თეატრი სეზონს ხსნის. ორგანიზატორების ინფორმაციით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლაშა ჩხვიმიანის სპექტაკლით – „1 800 000 წლის შემდეგ” – შიდა მუნიციპალური გასტროლები გაიმართება. სპექტაკლი 2020 წელს ლაშა ჩხვიმიანის რეჟისორობით დაიდგა და  დმანისის თეატრთან არსებული სტუდია ,,ეტიუდის” მოსწავლეები მონაწილეობენ.
7 ოქტომბერს, 14:30 საათზე, სპექტაკლი სოფელ მაშავერაში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ საფეხბურთო მინი სტადიონზე იქნება წარმოდგენილი.

7 ოქტომბერი – სოფ. მაშავერა
8 ოქტომბერი – სოფ. გუგუთი
9 ოქტომბერი – სოფ. მთისძირი
15 ოქტომბერი – სოფ. გომარეთი
16 ოქტომბერი – სოფ. ვარდისუბანი
21 ოქტომბერი – სოფ. ბოსლები
22 ოქტომბერი – სოფ. კიზილქილისა
23 ოქტომბერი – სოფ. ჯავახი
29 ოქტომბერი – სოფ. განთიადი
30 ოქტომბერი – ქ. დმანისი

დასაწყისი 14:30.
დასწრება თავისუფალია!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები