როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

5 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 6-8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დათბება და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 5-7 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში შესაძლოა თოვლჭყაპი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით, თბილისში 5-6 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, 7-8 ოქტომბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები