ეკატერინე ტიკარაძე: სეზონური გრიპის საწინააღმდეგო 250 ათასზე მეტ ვაქცინას შევიძენთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, საქართველო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინის პირველი ნაწილი შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.
„ვაქცინა შეძენილია. ჩვენ კიდევ ვზრუნავთ იმაზე, რომ ვაქცინების დამატებითი რაოდენობა შევიძინოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია როგორც ნდობა, ასევე, სურვილი იმისა, რომ ისინი აცრილები იყვნენ. შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ჩვენ უკვე ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი ქალაქში იქნება და, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობის ვაქცინაციას დავიწყებთ. ჯამურად, ჩვენ 250 ათასზე მეტ ვაქცინას შევიძენთ“, – განაცხადა მინისტრმა.