Visegradinsight: ნატო-ს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 20-ჯერ არის მოხსენებული – 65-ე მუხლით დადასტურებულია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

“დიდი ალბათობით, საქართველო არის პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის, მეტნაკლებად, გარანტირებული პერსპექტივები”, – გამოცემა Visegradinsight სტატიას სახელწოდებით – ,,ქართული დემოკრატია და ნატო” აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა და გეოპოლიტიკურმა რეორიენტაციამ დააჩქარა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.

ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს უზარმაზარი წინსვლის სრულად გასაცნობიერებლად აუცილებელია, შევხედოთ კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში – ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, ცხადია, რომ ეს 2 ქვეყანა სხვადასხვა გზას ადგას, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს პოლიტიკური ხელმძღვანლობა.

აქვე, აღნიშნულია, რომ საქართველო ნატოს მტკიცე მოკავშირეა, რომელიც ძველი იმპერიის ნანგრევებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, არ აღდგა ოდენ როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მსხვერპლი.

სტატიაში საუბარია 2020 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რაც ავტორის თქმით, კიდევ უფრო ჩამოაშორებს ქვეყანას პოსტსაბჭოთა ყაიდის ავტორიტარიზმს და მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს ადგილს ალიანსში.

,,მართალია, 2020 წლის ყველაზე დიდი მოვლენა COVID-19-ია, მაგრამ მთელ მსოფლიოში წელს ასევე ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები: მაგალითად, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში და, რაც მთავარია, ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოშიც 2020 წლის 31 ოქტომბერს ტარდება საპარლამენტო არჩევნები. დემოკრატიის გზაზე (ასევე ნატოსკენ და, ზოგადად, დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე) საქართველოს უზარმაზარი წინსვლის სრულად გასაცნობიერებლად, აუცილებელია, შევხედოთ კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში – ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს. ცხადია, რომ ეს 2 ქვეყანა სხვადასხვა გზას ადგას, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. 15 აგვისტოს ბელარუსში მხარდამჭერთა აქციის დროს თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო (რომელსაც ხშირად „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად” მოიხსენებენ) გაჰკიოდა: „გაიხედეთ ფანჯარაში! ჩვენი საზღვრებიდან 15 წუთის ფრენის მანძილზე – ვარშავაში განლაგებულია და შეტევისთვის მზადყოფნაშია მტრის ტანკები და საბრძოლო თვითმფრინავები”. ლუკაშენკოს თანახმად, ეს ძალები ემუქრებიან ბელარუსს და „მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა” თუ იტყუებს თავს, თითქოს, საფრთხე არ არსებობს და ვერ ხედავს, რომ „ნატო-ს ჯარები კარზე მოგვადგნენ, ვარშავის მახლობლად”. ეს განცხადება იმდენად არარეალისტური გახლდათ, რომ მისთვის ყური არავის დაუგდია. ალექსანდრ ლუკაშენკოს მხრიდან ნატო-სკენ ხელის გაშვერა სულაც არ გახლავთ უწყინარი ქმედება და არც – ძალაუფლების შესანარჩუნებლად მოგონილი მიზეზი. მისი გამოსვლის ადრესატები იმყოფებიან არა მინსკში, ვარშავასა თუ ბრიუსელში, არამედ – მოსკოვში. ყოფილი კომუნისტური თუ საბჭოთა და აწ ნატო-ს წევრი ქვეყნების წყევლა-კრულვა უკვე მოძველდა და მას აღარავინ უსმენს. როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯი? უკრაინის და საქართველოს კრიტიკა? თუ ნატო-ს დადანაშაულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ომში”, – წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, საქართველო წარმოადგენს შესანიშნავ სამიზნეს ავტორიტარული დიქტატორების რიტორიკული თავდასხმებისთვის:

,,საქართველო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა მსოფლიოში. ბიზნესის წარმოების 2020 წლის ინდექსის მიხედვით, იგი მე-7 ადგილზეა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თავისუფლების კატეგორიაში – მე-8 ადგილზე და ბევრად უსწრებს ლიეტუვას, ესტონეთსა და ლატვიას (და, რა თქმა უნდა, ბელარუსს); ივლისში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა შესწორება, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო თავისუფალ და წარმომადგენლობით არჩევნებს, რისთვისაც შემცირებულია საარჩევნო ბარიერი და უქმდება მაჟორიტარული სისტემა; გარდა ამისა, საქართველო გახლავთ ნატო-ს მტკიცე მოკავშირე, რომელიც ძველი იმპერიის ნანგრევებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, არ აღდგა ოდენ როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მსხვერპლი. საქართველო პროდასავლური ქვეყანაა ისევე, როგორც – ბელარუსი დემონსტრანტები. შესაბამისად, ლუკაშენკოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები აღიქმება, როგორც მუქარა საქართველოს წინააღმდეგ”, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, ნატო-ს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 20-ჯერ არის მოხსენებული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65-ე მუხლი, რომლითაც დადასტურებულია მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

,,მშვიდობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობა ნატო-სთან ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო. ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა და გეოპოლიტიკურმა რეორიენტაციამ დააჩქარა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ნატო-ს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 20-ჯერ არის მოხსენებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65-ე მუხლი, რომლითაც დადასტურებულია მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ამა წლის ივნისში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების ბიურომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ამსახველი ფაქტების ნუსხა. ეს დოკუმენტი ბევრი გაგებითაა აღსანიშნავი, რადგან მასში ხაზგასმულია საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება და რეალური მონაწილეობა ალიანსის სამხედრო და სამშვიდობო ოპერაციებში. ეს ფაქტები, დიდი ალბათობით, ადასტურებს, რომ საქართველო არის პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის მეტ-ნაკლებად გარანტირებული პერსპექტივები. ცენტრალურ ევროპაში ჩვენ იშვიათად თუ გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო არის ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. 2010 წლიდან მოყოლებული 20 000-ზე მეტმა ქართველმა მებრძოლმა, – ანუ, სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მეტმა, – მიიღო მონაწილეობა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მისების მხარდაჭერაში. ამ ციფრების რეალური მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავღანეთში მომსახურე 20 000 ქართველი მებრძოლი უდრის პოლონეთის მოქმედი სმხედრო პერსონალის 1/6-ს, ბულგარეთის პერსონალის 2/3-ს და ნიდერლანდების სამხედრო პერსონალის ნახევარს, ასევე აღემატება ხორვატიის, დანიის, ლიეტუვას და სლოვაკეთის მოქმედი სამხედრო პერსონალის მთლიან რაოდენობას, როგორც ამას ცხადყოფს ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო სიძლიერის შესახებ უკანასკნელი მონაცემები: ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი უცილობლად აღემატება ან, სულ მცირე, უტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს. სწორედ ეს საკითხები იყო განხილული 29 სექტემბერს, როცა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. ამ შეხვედრაზე სტოლტენბერგმა განაცხადა: „მე მოგიწოდებთ თქვენ, განაგრძოთ ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენება ნატო-სთან კიდევ უფრო დასაახლოებლად. და მოემზადეთ წევრობისთვის”, – წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველო არის „ვესტერნიზაციის” კარგი მაგალითი დემოკრატიული, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების თვალსაზრისით.

მისი თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს ადგილს ალიანსში.

საქართველო არის „ვესტერნიზაციის” კარგი მაგალითი დემოკრატიული, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების თვალსაზრისით. 2020 წელს მიღებული საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები (პროპორციულ სისტემაზე გადასვლა) კიდევ უფრო ჩამოაშორებს ქვეყანას პოსტსაბჭოთა ყაიდის ავტორიტარიზმს. ამ მხრივ, მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს ადგილს ალიანსში. ლუკაშენკო არ არის „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი”. იგი უფრო უკანასკნელი საბჭოთა ავტოკრატის როლს ასრულებს. ავტოკრატების პრობლემა კი ისაა, რომ მათი მარცხი მხოლოდ მათ კისერზე არ გადადის – საფასურს მათი თანამოქალაქეები იხდიან. საქართველომ შეძლო ასეთი სცენარისთვის თავის არიდება. თავისუფლების მხარდაჭერის ფონდი (მადრიდი) ადგენს და აქვეყნებს პოლიტიკური ეთიკის ინდექსს – მორალური თავისუფლების მსოფლიო ინდექსი. ახლახან გამოქვეყნებულ ინდექსში (2020 წელი) ვკითხულობთ: „საქართველოში, დანიაში, ნორვეგიაში, ფინეთსა და ირლანდიაში დაფიქსირდა მორალური თავისუფლების ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდა”. საქართველო კარგ წრეში აღმოჩნდა”, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები