მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერს ვპირდებოდი ილჰამს გარეჯის სანაცვლოდ და თითქმის შევთანხმდით, რომ არ ყოფილიყო ბოლოს ხელისუფლების შეცვლა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი მმართველობის დროს საქართველოში რამდენიმე ასეული ეკლესია აღდგა. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ინიციატივა იყო სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც.

„ჩემთვის გარეჯი იყო ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემა. ყველაფერს ვპირდებოდი ილჰამს გარეჯის სანაცვლოდ და თითქმის შევთანხმდით, რომ არ ყოფილიყო ბოლოს ხელისუფლების შეცვლა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა მაშინ, როდესაც ის ხალხი, ვინც ბაგრატის ჩემ მიერ აღდგენილ პროექტს დღედაღამ ეწინააღმდეგებოდა, ახლა მიდის და ბაგრატის ფონზე იღებს სურათებს. ის ხალხი, ვისაც არ ახსოვს, რომ ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე. გზები მივიყვანეთ, ინფრასტრუქტურა. გრემი, ალავერდში სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ. სხვათა შორის, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც და ყველაფერიც ჩემი ინიციატივა იყო და ასე შემდეგ. საქართველოში აღდგა რამდენიმე ასეული თითქმის მთლიანად დანგრეული ეკლესია, კიდევ ორი თუ სამი ათასი შეკეთდა ჩემი პირდაპირი დავალებით. და ამის ფონზე ამბობდნენ, რომ სააკაშვილი ანგრევს ეკლესიებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები