პროკურატურამ ძალადობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ლ.ქ. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილი ძალადობა) წარუდგინა. ასევე ძალადობის ფაქტებზე გ.შ.-ს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ,), ხოლო გ.ჯ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გ.ქ. 2020 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო გ.შ. და გ.ჯ. 2020 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 აგვისტოს დანიშნულ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.მარნეულში, №22-ე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ.-მ იძალადა ც.ბ.-ს მიმართ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩა №67-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გ.შ.-მ, სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად ძალადობა განახორციელა დ.ქ.-ს, ლ.ქ.-ს და გ.ქ.-ს მიმართ, ხოლო გ.ჯ.-მ, გ.შ.-სთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, იძალადა გ.ქ.-ს მიმართ.
ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს – 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.