კელი დეგნანი: თითოეულმა პარტიამ მკაფიო მესიჯი უნდა გაუგზავნოს თავის მხარდამჭერებს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია

“მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პარტიამ მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს თავის მხარდამჭერებს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა მარნეულის ინციდენტებზე საუბრისას განაცხადა.

„სამწუხაროა, როდესაც გვესმის ასეთი ინციდენტების შესახებ. მე მადლიერებას გამოვხატავ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ აღნიშნული შემთხვევების მონიტორინგს, რათა ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს. ასევე, შს სამინისტრო, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამასთან დაკავშირებით. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია,  თითოეულმა პარტიამ მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს თავის მხარდამჭერებს, რომ ასეთი სახის მოქმედება და ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასეთი ტიპის შემთხვევები აუცილებლად დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ყველა პარტიის წარმომადგენელმა თუ ლიდერმა მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის მხარდამჭერებს, ვინც  უნდა იყოს ამ ინციდენტების უკან, რომ ძალადობა თუ დაშინება უბრალოდ მიუღებელია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რამდენიმე დღის წინ მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები