ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მივიდა

ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მივიდა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, სამძებრო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთვება.

“გვაქვს სტიქია, როგორც ხელვაჩაურში, ისე სხვა მუნიციპალიტეტებში, მეწყრული პროცესების შედეგად წაღებულია სახლი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.

უწყების ცნობით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 400-მდე შეტყობინება შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები