დმანისის მერმა ხანდაზმულებს ტრადიციად ქცეული დღე მიულოცა

ხანდაზმულებს ტრადიციად ქცეული დღე დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა მერიისა და “სათნოების სახლის” თანამშრომლებთან ერთად მიულოცა და სასურსათე-სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
“დღეს ჩვენი საზოგადოების ღირსეულ ნაწილს – “სათნოების სახლის” ბენეფიციარებს ვესტუმრეთ და ტრადიციულად მივულოცეთ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, ვუსურვეთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა “, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა.

აქციას ააიპ “დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში შეუერთდა.

პირველი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა. ამ დღის მთავარი იდეა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, დაცვა და ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები