შუახევში შიდა სასოფლო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 1 902 000 ლარამდე დაიხარჯება

შუახევის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

შიდა სასოფლო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 1 902 000 ლარამდე დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 45 სოფლის 200 – მდე უბანში მოეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მერიის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები გაეცნენ.

ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, შუბნის თემში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციაზე 108 000 ლარის სამუშაოები განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები