შუახევში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

შუახევში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ფერდსამაგრი კედლის მოწყობა 30-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი. შესრულდება 368 500 ლარის სამუშაოები.

ფერსამაგრი კედლების მოწყობა გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება, რაც რამდენიმე ლოკაციაზე შეამცირებს საცხოვრებელი სახლებისა და გზების დამეწყვრის რისკი.

პროექტის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტაკიძეებისა და ახალდაბის სოფლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები