საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ცესკო-ში “ქართული ოცნების” პარტიული სია წარადგინა.
მისი თქმით, სიაში არიან როგორც მოქმედი დეპუტატები, ისე – ახალი სახეები.
“კანონმდებლობის შესაბამისად, 150-კაციანი საარჩევნო სია წარვადგინეთ. წარმოდგენილები არიან როგორც მოქმედი დეპუტატები, ისე – ახალი სახეები. მთლიანობაში, ჩვენ გვეყოლება არსებითად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი ყველა მიმართულებით”, – აღნიშნა კობახიძემ.