გორის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ცნობით, თვითნებურად დაყრილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიები იწმინდება ვარიანსა და ფლავისმანში.
მათივე ინფორმაციით, სტიქიური ნაგავსაყრელები გასუფთავდა სოფლებში: მეჯვრისხევი, ტყვიავი და მუმლაანთკარი.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახური აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს გააგრძელებს ყველა იმ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები