თამარ გაბუნია: აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყება ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით სკოლების 99 პროცენტი წესების დაცვით სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზად არის.

„პირველი და მეექვსე კლასის მოსწავლეს განსაკუთრებით სჭირდება საკლასო ოთახში განათლება. ბავშვის  საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ეპიდემიური რისკების შეფასებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში დავუშვათ საკლასო სწავლება. სკოლების მზაობა ზოგადად მაღალია, შრომის ინსპექტირების სამსახურმა ადგილზე შეამოწმა 3000-მდე სკოლა და მათი 99 პროცენტი მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გარკვეულ შემთხვევაში, მათ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ, ამდენად, ეპიდემიური ხარისხის კონტროლი სკოლებში არის მაღალი.

რაც შეეხება აჭარას, აქ საკლასო სივრცეში სკოლის დაწყება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღეს, შემთხვევების რაოდენობის ზრდას დავაკვირდებით და შემდეგ შეგვიძლია, თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახში სწავლის განახლებაზე“, – განმარტა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები