ბოლო მონაცემებით, საქართველოში შიდსის 418 შემთხვევაა დაფიქსირებული
მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 418 ახალი აივ ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის 1 ოქტომბერს ქვეყანაში აივ ინფიცირების 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანად, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, 2020 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, 8520 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია, მათ შორის 6362 მამაკაცია და 2158 ქალი.
“პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1766 გარდაიცვალა. 2020 წელს გარდაიცვალა 131 აივ ინფიცირებული.
1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5297 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.5% (3111) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.1% (4181) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0% (1031) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3% (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6% (47) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3169 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1168; შემდეგ იმერეთში 1020; აჭარაში 974; აფხაზეთში (529); კახეთში (427) ქვემო ქართლში (485); შიდა ქართლში (316); გურიაში (181); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით _ 108 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – 4; დაუდგენელი – 2”, – აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციაში.