საქართველოში კორონავირუსისგან 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 3419-ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6640-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია  5392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობაა 1100.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები