“ქართული ოცნება” 65,9%, “ნაციონალურ მოძრაობა” 19,4% – Survation -ის კვლევა ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჭარაშიც ჩაატარა. შეკითხვაზე, დღეს რომ ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

83% თითქმის დარწმუნებულია, ალბათ მივიღებ მონაწილეობას – 6%, 50-50 – 9%,არ მივიღებ მონაწილეობას კი, – 2% აცხადებს.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:

ანზორ ბოლქვაძე “ქართული ოცნება” – 65,1%.

მიხეილ ბოლქვაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 21,9%.

ჯამბულ ხოზრევანიძე “ლელო” – 5,3%.

ტარიელ ნაკაიძე “ევროპული საქართველო” – 3,3%.

ზორბეგ ბერიძე “პატრიოტთა ალიანსი” – 1,2%.

მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი – 3,2%.

აჭარის ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

“ქართული ოცნება” – 65,9%.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 19,4%.

გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი” – 4,2%.

“ლელო” – 4,2%.

“ევროპული საქართველო” – 3,0%.

“პატრიოტთა ალიანსი” – 1,0%.

“ლეიბორისტული პარტია” – 0,8%.

“თავისუფალი დემოკრატები” – 0,5%.

სხვა – 1,0%.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები