გოჩა ენუქიძე ჭყვიშისა და ჭრებალოს თემების მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ჭყვიშისა და ჭრებალოს თემების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეტაპობრივად ხორციელდება ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტია.

“ჭრებალოსა და ჭყვიშის თემებში: მოეწყო ქვიშარის სპორტულ მოედანზე ხელოვნურის საფარი; შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 60 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლა სოფელ ჭყვიშში; რეაბილიტირდა სოფელ ქვიშარის ამბულატორია; რეაბილიტირდა ქვიშარის ბიბლიოთეკის შენობა; აშენდა სოფელ ჭყვიშის სასოფლო ამბულატორია; რეაბილიტირდა სოფელ ჭყვიშისა და ქვიშარის წყალსადენი; სრულად რეაბილიტირდა და ბეტონის საფარი მოეწყო ჭყვიშის გზაზე; მოეწყო დროებითი წყალმომარაგების ქსელი სოფელ გენდუშში; მიმდინარეობს სოფელ ჟოშხის საუბნო წყალსადენის რეაბილიტაცია; განხორციელდა სოფელ ჭრებალოში სპორტკომპლექსის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოები; რეაბილიტირდა სოფელ ქვემო ჟოშხაში, გიორგობიანებისა და ყიფიანების უბანში წყალსადენი; მოეწყო ასფალტის საფარი სოფელ ჭრებალოს შიდა საუბნო გზები; რებილიტირდა სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის სველი წერტილები; აშენდა სოფელ ჭრებალოს სასოფლო ამბულატორიის შენობა; აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ჭრებალოში”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები