ირაკლი კობახიძე: მელიას, იმამკულიევისა და კახა ოქრიაშვილის აქტივისტები მძიმე პროვოკაციების მოწყობით გამოირჩევიან
“პროვოკაციის მოწყობის თვალსაზრისით, ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია, პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ, ესენია: ნიკანორ მელია და აკმამედ იმამკულიევი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმითვე, პროვოკაციების მოწყობით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც.
“პროვოკაციის მოწყობის თვალსაზრისით ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია, პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ. პირველ ყოვლისა, ესენი არიან ნიკანორ მელია, აკმამედ იმამკულიევი, რომელთა შესრულებით გასული წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაცია ვიხილეთ. მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც გაგვიმყარა რწმენა, რომ “ქართული ოცნებიდან” მისი ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა კობახიძემ.