მოლოკოვის ქუჩაზე გრუნტის დამჭერ კედლებს აშენებენ

ნაძალადევის რაიონში, მოლოკოვის ქუჩაზე ორი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 18 და 15-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედლები შენდება. ბეტონის სამუშაოების დასრულების შემდეგ მავთულბადის ღობეები დამონტაჟდება და გზის საფარი მოწესრიგდება.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„მოლოკოვის ქუჩა N10-ში არსებული კედელი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ასევე, N19-თან იშლებოდა გრუნტი. მიმდინარეობს ორი კედლის მშენებლობა, რის შემდეგაც N10-ში ასფალტის საფარი დაიგება, N19-ში კი, გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართებზე გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 94 854 ლარს დახარჯავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები