IDFI: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებაა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქარველოში 2010-2019 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ მონაცემები შეაჯამა და კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ბოლო 10 წელში ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებად სახალხო დამცველის აპარატსა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან ერთად დასახელდა.

IDFI-მ კვლევის ჩატარებისა და დასკვნების გამოსატანად მხედველობაში მიიღო საჯარო დაწესებულებებში მათ მიერ გაგზავნილ 57963 მოთხოვნებზე პასუხის გაცემის მდგომარეობა. კერძოდ, გაეცათ თუ არა მათ პასუხი გაგზავნილ მოთხოვნებზე, დადებით შემთხვევაში რამდენად სრულყოფილი იყო გაცემული პასუხი და მიეწოდათ თუ არა მოთხოვნილი ინფორმაცია კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები