ირაკლი ჩიქოვანი: გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას
ზუგდიდის ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ მოვლენად აფასებს.
მისი თქმით, საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობა უაღრესად პროდუქტიულია უკანასკნელი წლების განმავლობაში.
,,გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას. საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობა უაღრესად პროდუქტიულია უკანასკნელი წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ამ თანამშრომლობისა და რეფორმების საბოლოო შედეგი ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაციაა.
ვიზიტის ფარგლებში, ხელი ეწერება ევროკავშირთან მნიშვნელოვან საფინანსო შეთანხმებებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მლნ ევროს შეადგენს და რაც მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების შემსუბუქებასა და გაუმჯობესებას.
შეხვედრის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირის აქტიური და უფრო ქმედითი ჩართვა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში.
საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის შემდგომ გაღრმავებას, ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობებს, რაც ჩვენი ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს”, – წერს “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.