ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ყველას, რომ პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ

“ოქტომბრისთვის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების მატება მოსალოდნელი იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებაა.

“ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვაწვდიდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ტაქტიკა შეიძლებოდა, ჰქონოდა რადიკალურ ოპოზიციას და, რა თქმა უნდა, ოქტომბრისთვის იყო მოსალოდნელი მათი მხრიდან პროვოკაციების მატება. ამას ჩვენ ვხედავთ. განსაკუთრებით მომატებულია რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ქვემო ქართლის ორ ოლქში, თბილისის კონკრეტულ რაიონში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ. ჩვენი, მმართველი გუნდის ამოცანაა, რომ მშვიდობიანი, სამართლიანი და სწორი პროცესით მივიდეთ 31 ოქტომბრამდე”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები