თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში ინფორმაცია შევიდა, რომ თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათ შეტყობინებაზე სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ფაქტი დაადასტურეს და დაუყონებლივ დაიწყეს ქრობითი სამუშაოები.

მათივე ცნობით, იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
​ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები