პროექტის „ჩვენ – მწვანე აბაშისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში პროექტის „ჩვენ – მწვანე აბაშისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ 8 ლოკაციაზე დაირგვება 300 ძირი წიწვოვანი ხე, ასევე, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულს გადაეცემა მცენარის შესაწამლი პრეპარატები, ბალახის სათიბი 3 მანქანა და სოფლის მეურნეობის სამუშაო იარაღები, ასევე იმუშავებენ მებაღეები, – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

უწყების ცნობით, პროექტის „ჩვენ – მწვანე აბაშისთვის“ მიზანია, მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება, დაცვა და მის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პროექტის განმახორციელებელი, შშმპ ორგანიზაცია „სიკეთის მაძიებლის“ ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი ირაკლი ჭანტურია და საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. პროექტის მხარდამჭერები არიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერია და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და მოქალაქეები ადმინისტრაციული ერთეულებიდან.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ პროექტის ფარგლებში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები