ლევან გოფოძის განმარტება “რესპუბლიკურში” და კოვიდცენტრებში არსებულ პირობებზე

“რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვთ პაციენტებს მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ ის პირობები, რომელშიც ისინი იმყოფებიან”, – ასე უპასუხა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტის კითხვას – “სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარკვეულ კოვიდცენტრებში შესაბამისი პირობები და მომსახურება არ არის”.

როგორც გოფოძემ “დღის კურიერში” აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში მაქსიმალურად მაღალი შედეგი დადოს.

“რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვთ პაციენტებს მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ ის პირობები, რომელშიც ისინი იმყოფებიან, მით უმეტეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია კოვიდცენტრი და თქვენ იცით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემები, არ არის იდეალურად შეხამებული მაქსიმალური კომფორტისათვის, რაზედაც ჩვენმა მინისტრმაც ისაუბრა. მაგრამ, მე შემიძლია დავარწმუნო ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენ კლინიკაში მოხვდა, ისინი თავად გეტყვიან, ან რომლებსაც შესაძლოა მოუწევთ ჩვენს კლინიკაში მკურნალობა, ეს არის მაღალპროფესიონალური გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მაღალი შედეგი მივიღოთ კოვიდინფექციის მკურნალობის საქმეში. ამას მოწმობს სტატისტიკური მაჩვენებლებიც, 200-ზე მეტი პაციენტი გაატარა კოვიდინფექციით რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, მათ შორის, იყვნენ უმძიმესი პაციენტებიც და ამ პაციენტებმა კლინიკა დატოვეს კოვიდისგან გამოჯანმრთელებულებმა”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები