ირაკლი ხახუბია: არსებული გამოწვევების დასაძლევად კვლავაც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას

ფოთის, ხობისა და სენაკის „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია ფოთის მუნიციპალიტეტში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად 9 აპრილის, ფარნავაზ მეფის, ჭავჭავაძისა და გურიის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და ამ უბნებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ ისაუბრა.

კანდიდატის თქმით, ჭავაჭავაძის ქუჩაზე გადაიხურა მრავალსართულიანი კორპუსები, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები, 9 აპრილზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხოლო ჭავაჭავაძის ქუჩაზე მინისპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ქალაქში ინტენსიურად მიმდინარეობს, რჩება რიგი საკითხები, რაც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

არსებული გამოწვევების დასაძლევად კვლავაც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას”, -განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები