ეკატერინე ტიკარაძე: მიზანი, რომ ტესტირებები შემცირდეს, ნამდვილად არ გაგვაჩნია
“კორონავირუსზე ტესტირებების შემცირება ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა შესაბამისი დოკუმენტი, სადაც მითითებულია, ვირუსზე რამდენი ტესტირება უნდა ჩატარდეს.
„ნამდვილად არ ვცდილობთ, რომ გამოკვლეულთა რაოდენობა მინიმუმზე დავიყვანოთ. ჩვენ გავასაჯაროეთ დოკუმენტი, სადაც 120 000 სულ მოსახლეზე თითოეული ზონის მიხედვით მითითებული გვაქვს, თუ რამდენი ტესტირება უნდა ჩატარდეს. ეს პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შემუშავებულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. მიზანი, რომ ტესტირებები შემცირდეს, ნამდვილად არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ტიკარაძემ.