ანრი ოხანაშვილი: ქვა, ნამგალი და ურო – ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” სამარკო ნიშნები, ასე რომ, ქვები მოიკითხონ მათკენ

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს „ქართულ ოცნებას” როგორ გაუსწორდნენ ქვებით 2012 წელს, ქვა, ნამგალი და ურო – ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” სამარკო ნიშნები, ასე რომ ქვები მოიკითხონ მათკენ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, თუ ვინმეს სურს ქვეყანაში მშვიდობიანად, სტაბილურად, დემოკრატიულად წარიმართოს პროცესები, ეს უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების” გუნდია.

„ოპოზიციის სურვილი და ეს უკვე რეალურ, კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული ძალადობრივი ქმედებები ჩვენთვის არახალია და შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური მთელი რიგი კრიმინალური ჯგუფები შეეცდებიან სიტუაციის დაძაბვას, ესკალაციას და მიმართავენ ძალადობრივ მეთოდებს. კონკრეტულად რა მოხდა, ეს უნდა გამოიკვლიოს და გაარკვიოს შესაბამისმა უწყებებმა, თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს „ქართულ ოცნებას” როგორ გაუსწორდნენ ქვებით 2012 წელს, ქვა, ნამგალი და ურო – ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” სამარკო ნიშნები, ასე რომ ქვები მოიკითხონ მათკენ. მათთან არის ასოცირებული და დაკავშირებული და კონკრეტული ფაქტი მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის, გახსოვთ, კარალეთში რა იკადრეს და გააკეთეს, როდესაც კახა კალაძეს და იქ მყოფ მაშინ პარტიის წევრებს და ყველა შეკრებილ ადამიანს ქვებით როგორ გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. ამიტომ, ეს ხელწერა მათი ხელწერაა. თუკი ვინმეს სურს ქვეყანაში მშვიდობიანად, სტაბილურად, დემოკრატიულად წარიმართოს ეს პროცესები, არის, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების” გუნდი. ჩვენ ვმართეთ ძალიან კრიზისული სიტუაცია ჩვენი საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, ეს აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და „ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში. სწორედ „ქართული ოცნების” არანაირ ინტერესში არ და ვერ შევა რაიმე ფორმით დაძაბულობის შექმნა. სწორედ „ქართულმა ოცნებამ” უზრუნველყო ამ ცვლილებების განხორციელება, უზრუნველყო საარჩევნო კოდექსში ცვლილების განხორციელება და სწორედ ჩვენ უზრუნველვყავით, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა გავამკაცრეთ. ამიტომ, წარმოუდგენელია, რომ „ქართულ ოცნებას” დააბრალო ის, რასაც შენ აკეთებ, თუმცა, ეს მათი ხელწერა ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, რაც მთავარია, ჩვენ არ მივცემთ არცერთ ძალას, კრიმინალურ დაჯგუფებებს განსაკუთრებით, იმის უფლებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა, არჩევნების დემოკრატიული ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ამისთვის ხდება მობილიზება და ყველანაირად ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში და შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე, ძალიან მაღალი დემოკრატიის სტანდარტით არჩევნების ჩატარებას”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები