რა პასუხი აქვს ბაქოს ერევნის მიერ “ისკანდერების” შესაძლო გამოყენებაზე – აზერბაიჯანის საგარეო უწყება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლიათ ერევნის მიერ “ისკანდერების” გამოყენების შემთხვევაში.
ამის შესახებ მინისტრმა რუსულ მედიას განუცხადა.
“სამწუხაროდ, სომხური მხარისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჩემი მხრიდან რთულია შესაძლო პასუხებზე საუბარი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ადეკვატური პასუხის გაცემის შესაძლებლობა აქვთ”, – თქვა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში, ერევანი “ისკანდერებსა” და მოიერიშეებს გამოიყენებს.