საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა – “კორონავირუსზე ტესტირების პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს”

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ახალი კორონავირუსით (covid 19) გამოწვეულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრეს და გავრცელების პრევენციის პროცესში რისკების მართვის ეტაპები განიხილეს. ამასთან, დეპარტამენტის უფროსმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია covid 19-ით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შემუშავებული ახალი, გამკაცრებული რეგულაციები გააცნო.

საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ ვირუსის მართვის კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწრაფად მოხდეს ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა,რაც შეამცირებს კორონავირუსის გავრცელების რისკებს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.

,,მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, მყისიერად ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარება, რომელშიც კოორდინირებულად მონაწილეობს სხვადასხვა უწყება, “- განაცხადა მამუკა ჯანგულაშვილმა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ COVID-19-ის რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, 23-25 სექტემბრის მონაცემებით, მიზნობრივი ტესტირება (PCR ტესტი) ჩაუტარდა 228 მებაჟე ოფიცერსა და თანამშრომელს. გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსით ინფიცირება 3 პირს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტარი სრულად გამოჯანმრთელდა და ჩვეულ რეჟიმში შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებიმერაბ არახამია, კახაბერ ბარამია, ელგუჯა ბერანძე, კიაზო ახალაია, ანზორ ერგეშიძე და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები