გოჩა ენუქიძე, ამბროლაურში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა – “კარგად ვაცნობიერებთ, რომ პრობლემა ბევრია, მაგრამ გპირდებით, ეტაპობრივად მოგიგვარებთ”

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა.

“აქ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ნიკორწმინდა-ჭრებალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის სახით.

ასფალტირებული საავტომობილო გზა, ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყო და გაივლის ნამანევის თემის სოფლებს, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს მათ.

გარდა ამისა, ნამანევის თემში მოეწყო თავშეყრის ადგილები, ხიდ ბოგირები, შიდა საუბნო გზები და განათებები, რეაბილიტირდა წყალსადენი სოფელ თხმორში.

კარგად ვაცნობიერებთ, რომ პრობლემა ბევრია, მაგრამ გპირდებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ყველა პრობლემას ეტაპობრივად მოგიგვარებთ”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები