მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა.

მისივე თქმით, გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ.

„გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი აჭარაში 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს – ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი – 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი“, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები