“განათლებისა და მეცნიერების ქალაქი”, ე.წ. ოცნების ქალაქი, სპორტული კომპლექსი – აჭარის წარმატებული პროექტები

“განათლებისა და მეცნიერების ქალაქი”, „ოცნების ქალაქი”, სპორტული კომპლექსი – მორიგი ვიდეორგოლი აჭარის წარმატებული პროექტების შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნების” “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

• „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის” მშენებლობა:

„განათლების ქალაქი” მოიცავს მათემატიკურ სკოლას, 100 ახალგაზრდაზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს, ხელოვნების სკოლას, პროფესიულ სასწავლებელს და სხვ. პროექტის კონცეფცია ერთ სივრცეში აერთიანებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, თანამედროვე ბიბლიოთეკას, საკონფერენციო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათემატიკური სკოლის სასწავლო კორპუსის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა. მათემატიკური სკოლის შენობაში, რომელიც 250 მოსწავლეზეა გათვლილი, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

„განათლების ქალაქის” პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

• ახლადაშენებული სპორტული კომპლექსი

ბათუმის უნივერსალურ სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება, დასრულდა სკამების მონტაჟი. პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს და მისი ბიუჯეტი 62 მლნ ლარია.

ბათუმში კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული პროექტი, ახალი სპორტული ბაზის და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი 2 500 ბავშვზეა გათვლილი და მისი ღირებულება 9 მლნ ლარია.

• ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობა

2019 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა გადაიჭრება. გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა. პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები – Unicef-ი და წითელი ჯვარი.
ამ ეტაპზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38.7 მილიონი ლარია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები