თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა. ეს დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია. ძმათამკვლელ ომს მოჰყვა ის, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისსავე ქვეყანაში დევნილები გახდნენ, დაიღუპა ათასობით ადამიანი. მათ ქვეყნის ერთიანობას და სამშობლოს სიყვარულს სიცოცხლე შესწირეს. დღეს ჩვენ მოვედით აქ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. ჩვენ ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ომში დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.