არჩილ თალაკვაძე და ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ადგილობრივ სპორტსმენებს შეხვდნენ.

- რეკლამა -

- რეკლამა -

შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, გურიის ჭიდაობის ფედერაციას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა ყოველთვის იყო პრიორიტეტი მმართველი გუნდისთვის და ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ” არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

„ეს ადამიანები შრომობენ და ემზადებიან საქართველოს წარმატებისთვის. სახელმწიფოს მიერ 2012 წლიდან დღემდე სპორტის სფეროს დაფინანსება 40-დან 167 მილიონამდე გაიზარდა. ასევე, საამაყოა, რომ გაიზარდა ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობაც. გვეამაყება რომ სპორტსმენების დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას”, ჩვენ განვაგრძობთ სპორტსმენების მხარდაჭერას და ეს იქნება პრიორიტეტი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვასილ ჩიგოგიძემ კი აღნიშნა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს სპორტსმენებთან მათი პრობლემების მოსაგვარებლად.

„ოზურგეთში გვქონდა შეხვედრა სპორტსმენებთან, მოჭიდავეებთან. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. წლების წინ ვიყავი გურიის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მათთან მაქვს მჭიდრო კავშირი და ეს ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება მომავლშიც”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები