მარტვილის მუნიციპალიტეტში „ჭყონდიდლობა“ აღინიშნა

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ჭყონიდელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა (კაცია), „ჭყონდიდლობასთან“ დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი.
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა. კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემოქმედებითმა წრეებმა მუსიკალური ნომრები წარმოაგინეს. ღონისძიება პანდემიიდან გამომდინარე რეკომენდაციების დაცვით მოკრძალებულად აღინიშნა.
25 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად აღინიშნება „ჭყონდიდლობა” – წმ. მღვდელმთავრ გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე. გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი – დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის აღმზრდელი. მის დიდი წვლილი მიუძღვის როგორც საეკლესიო ასევე სახელმწიფოს აღორძინებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები