კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფელ მაღრაანში, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოებს გერმანიის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

- რეკლამა -

- რეკლამა -

საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ტყის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული და სანდო მონაცემები, რაც შემდგომ გამოიყენება სატყეო პოლიტიკის განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნად ისახავს, შექმნას ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა. ამასთან, ტყის ეროვნული აღრიცხვა წარმოადგენს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ცენტრალურ ელემენტს. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მომავალი წლის ბოლოს გვექნება სრული ინფორმაცია ტყეების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
2017 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ტყის ეროვნულ აღრიცხვასთან დაკავშირებული, საქართველოს გეოგრაფიულ პირობებზე მორგებული მეთოდოლოგია და საველე სახელმძღვანელო.
2019 წელს, აღირიცხა მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და გურიის რეგიონის ტყეები, აღრიცხვის შედეგად მომზადდა ანგარიში ტყეების მდგომაროების შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს საველე სამუშაოები სამეგრელო ზემო-სვანეთის, კახეთის, სამცხე ჯავახეთისა, იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები