აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მობილური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.

მობილური ჯგუფები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ინტენსიურად ამუშავებენ ბანკებთან, სავაჭრო ობიექტებთან, აფთიაქებთან მისასვლელებსა და ტროტუარებს.

მერიის თანამშრომლები ასევე საჯარო სკოლებში სველი წერტილების მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებენ.

ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

მერიის მობილური ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში შეამოწმებენ რეკომენდაციების შესრულებას სკოლებსა და სხვა ობიექტებზე.
აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები