ავტოსაგზაო შემთხვევა გორის გზაზე – დაშავებულია ორი ადამიანი
გორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ერთმანეთს “სუბარუსა” და “ოპელის” მარკის ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.