კახეთსა და მთიან რეგიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 სექტემბერს კახეთსა და საქართველოს მთიან რეგიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
“26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიასა და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.