აშშ-ის საელჩომ ყაზბეგის სამედიცინო ცენტრს საჩუქრად ექოსკოპიის აპარატი გადასცა

აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის დაფინანსებითა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დაბა სტეფანწმინდის სამედიცინო ცენტრს საჩუქრად პორტატული სისტემის ექოსკოპიის აპარატი გადაეცა, რომლის ღირებულებაც 15 000 აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილთან, აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელებთან, მაიორ დენიელ სეკულასთან, მაიორ კვინტინ დოლისთან და პროექტის-მენეჯერ თამარ რურუასთან ერთად ეწვია.
ამერიკის საელჩოს უხლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს მცხეთა-მთიანეთში, მათ შორის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისათვის გადაადგილების სხვადასხვა საშუალების გადაცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები